­

QuantStudio™ 12K Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში AccuFill-ით, OpenArray™ ბლოკი, ლეპტოპი

კატალოგის ნომერი: 4471086

აღწერა:

QuantStudio™ 12K Flex - სისტემა  წარმოადგენს Applied Biosystems -ის აპარატს, რომელიც  მოიცავს საუკეთესო "რეალ-თაიმ" პჯრ ტექნოლოგიებს ერთ ინსტრუმენტში.

QuantStudio™ 12K Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში მოიცავს მარტივად ცვალებად ბლოკებს, რომლებიც ადაპტირებულია  OpenArray® ფლეითებზე, TaqMan® სარეაქციო პლანშეტებზე, 384-ფოსოიან, 96-ფოსოიან, და FAST 96-ფოსოიან ფლეითებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის შევარჩიოთ სწორი ფორმატი ჩვენი პროექტისთვის, მაქსიმალურად მოხერხებულად მოვახდინოთ ექსპერიმენტის დაგეგმვა.

უმაღლესი წარმადობა: 

OpenArray® ფორმატი განაპირობებს გენომურ ვალიდაციას და სკრინინგს, დაახლოებით 150 000 მონაცემის აკუმულაციით ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელებისას, როცა  პროექტი დროის შეზღუდულ მონაკვეთში უნდა შესრულდეს.

შენიშვნა: აღნიშნული სისტემა მოიცავს OpenArray ბლოკს და AccuFill™-ნიმუშების გადამანაწილებელ სისტემას. პაკეტი, რომელიც არ მოიცავს AccuFill  სისტემას, იხილეთ კატალოგის ნომრით: No. 4472379. 

QuantStudio™ 12K Flex სისტემის ინტუიტიური პროგრამა, სენსორული ეკრანი, ავტომატიზებული ფუქნციები, ბლოკების შეცვლის და OpenArray -ს გამოყენების სიმარტივე, მინიმუმამდე ამცირებს ექსპერიმენტატორის მიერ ხელით მუშაობისას დახარჯულ დროს.

აპარატი იძლევა ექსპერიმენტის გონივრულად დაგეგმვის საშუალებას, რაც თავის მხრივ ამცირებს დახარჯულ დროს, თანხებს და ზოგავს სივრცეს ლაბორატორიაში ერთი მრავლის მომცველი პჯრ სისტემის საშუალებით. ინსტრუმენტი იძლევა ფართო სპექტრის ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას მაქსიმალური წარმადობით.

QuantStudio™ 12K Flex -ის ბლოკებს შორის აღსანიშნავია 5 ცვალებადი ბლოკი:

  • 96-ფოსოიანი ბლოკი
  • 96-ფოსოიანი Fast ბლოკი
  • 384-ფოსოიანი ბლოკი
  • TaqMan® ექსპერიმენტული არეების ბლოკი
  • OpenArray® ფლეითების ბლოკი

თავსებადი TaqMan-ექსპერიმენტების სრულ სპექტრთან: QuantStudio™ 12K Flex სისტემა ოპტიმიზებულია რათა მოგვცეს აკურატული მონაცემები ყველა TaqMan ექსპერიმენტის შემთხვევაში, მათ შორის: გენთა ექსპრესიის, მიკრო რნმ-ების და მცირე არამაკოდირებელი რნმ-ების, SNP გენოტიპირების, ცილების ანალიზის, ცილების თერმული ცვლილების, მაღალი რეზოლუციის ლღვობის, ასლთა რაოდენობის ვარიაციის და პათოგენთა დეტექციის შესაძლებლობები.

რაოდენობრივი პჯრ-დან ციფრულ პჯრ-ზე გადართვის შესაძლებლობა: გაზრდილი სიზუსტე და სენსიტიურობა ნუკლეინის მჟავების რაოდენობრივი ანალიზისთვის qPCR-დან ციფრულ პჯრ-ზე გადართვის საშუალებით, რისთვისაც გამოიყენება QuantStudio®-ს ციფრული პჯრ სისტემის კიტები და DigitalSuite კომპიუტერული პროგრამა, QuantStudio™ OpenArray®  ბლოკთან ერთად.